ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ზუსტად გაიგებ რემონტისთვის ყველა საჭირო მომსახურებისა და პროდუქციის ფასს: მთავარი და დამხმარე მასალები, მუშების ანაზღაურება, ტრანსპორტირება და ობიექტზე დაცლა, დასუფთავება თუ სხვა.
1 კვადრატული მეტრის ხარჯთაღრიცხვის ფასი 4 ლარია. ფასში შედის პირველადი კონსულტაცია, რომლის დახმარებითაც დავადგენთ შენს პრეფერენციებს და საჭიროებებს, შემდეგ გავაკეთებთ ფართის ნახაზის ანალიზს და გამოთვლით ხარჯებს. ასევე მიიღებ დამატებით, უფასო კონსულტაციას ექსპერტთან, რომელიც მოგაწვდის სანდრო რჩევებს რემონტისთვის და დაგეხმარება, სრულყოფილად იხელმძღვანელო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით.
მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, საჭიროა 15-30 წუთიანი კონსულტაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ექსპერტი გაგაცნობს ბაზარზე არსებული მასალების ვარიანტებს, მათ ხარისხს და ფასებს შორის განსხვავებას და გაიგებს შენს სურვილებსა თუ საჭიროებებს.
კარები, განათება, ნიჟარა - ასეთ ხარჯებს როგორ ითვლით?
ჩვენი ხარჯთაღრიცხვა მოიცავს ისეთ მასალებს თუ ნივთებსაც, რომლის ფასიც მთლიანად შენს სურვილზეა დამოკიდებული. მაგალითად, სახლის შიდა კარი შესაძლებელია იყოს 200 ლარიანიც და 1200 ლარიანიც, ჩვენ მოგაწვდით სტატისტიკურად სტანდარტული რემონტისას გამოყენებულ ყველაზე სანდო და ოპტიმალურ ვერსიას, რისი შეცვლაც სურვილის მიხედვით შეგეძლება.
კრემონტსაც აკეთებთ?
სერვისი მოიცავს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვას.